ვაჟა საბაურმა “NEA სფეროს” სტუდენტებს ზვავსაშიშროების საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების სამსახურის უფროსმა ვაჟა საბაურმა “NEA სფეროს” სტუდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ზვავსაშიშროების საფრთხეების შეფასებასა და პროგნოზირებაზე ინფორმაცია გააცნო.
საბაურმა სტუდენტებს დიდთოვლობის დროს საავტომობილო გზებზე წარმოშობილი ზვავსაშიშროების საფრთხეების მართვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობაზე ესაუბრა.
„რთული სინოპტიკური პირობების შემთხვევაში სპეციალისტების ჯგუფი ზვავსაშიშ ტერიტორიაზე გადის და მონიტორინგს ახორციელებს. საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი”,-განაცხადა საბაურმა.
ვაჟა საბაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა თოვლის ზვავების რისკების მართვაში საჭირო ღონისძიებების გატარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზეც.