საქართველოს მოქალაქე გაგრაში მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანაშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რევაზ უგრეხელიძე დააკავეს. აფხაზური მედიის ცნობით, უგრეხელიძე სენაკში ცხოვრობს და მან აფხაზეთის მკვიდრს, ლენია გუმბას დანით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
რევაზ უგრეხელიძემ დანაშაული აღიარა. გუმბას დაჭრის შემდეგ მან მიმალვა სცადა.
უგრეხელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც ოკუპირებული აფხზეთის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ფაზლიბეი ავიძბამ განაცხადა, უგრელიძემ აფხაზეთის „საზღვარი“ დაუბრკოლებლად გადაკვეთა, მთელი აფხაზეთის ტერიტორია გაირა და გაგრაში ჩავიდა, სადაც ლენია გუმბა დაჭრა, რომელიც, ავიძბას თქმით, აფხაზეთის ომის ვეტერანია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუმბა იმ სახლის მეპატრონეა, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციამდე უგრეხელიძის საკუთრება იყო. გუმბას სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები