„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში იმდენი თანხა აღარ შევა, ეკონომიკაში დარჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს “საგადასახადო კოდექსში ცვლილება” წარედგინება.
კოდექსში ცვლილებას დადებითად აფასებს ბიზნესმენი გიორგი ყურულაშვილი, როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ბიზნესმენი, ვინც მოგებაზე არის ორიენტირებული, რაც ნაკლებს გადაიხდის, მით უკეთესია.
„პროექტი “საგადასახადო კოდექსში ცვლილება” ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს. ნებისმიერი ბიზნესმენი, ვინც მოგებაზე არის ორიენტირებული, რაც ნაკლებს გადაიხდის, მით უკეთესია. სახელმწიფოს მხრიდან რომ შევხედოთ, შემცირდება ბიუჯეტში შემავალი თანხა. მაგრამ გაიზრდება თვითონ კომპანიების რაოდენობა. ბიზნესმენები უფრო მეტ კაპიტალს დააბანდებენ თავიანთ ბიზნესში. მე, როგორც ბიზნესმენი, ის 18 პროცენტი, რასაც ვიხდიდი, ვეცდები, რომ ჩემთვის არ მოვიტოვო და ისევ ჩემს ბიზნესს მოვახმარო. რეინვესტირება საკმაოდ საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ  ბიუჯეტში იმდენი თანხა აღარ შევა, ეკონომიკაში დარჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ყურულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები