საგადასახადო კოდექსში ცვლილებას BDO წარმატებულად მიიჩნევს

საქართველოს მთავრობის ინიციატივას „საგადასახადო კოდექსში ცვლილება“ აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო ფირმა BDO-ს წარმომადგენელი ზურა ლაზაშვილი დადებითად აფასებს.
მისი განცხადებით პროექტის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მოგების გადასახადზე არსებული შეღავათებია.
„დღეს მთავრობის სხდომაზე გაცხადებული – “საგადასახადო კოდექსში ცვლილება”  საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია განხორციელდეს ყველა ის ცვლილება, რაც განცხადებული იყო სხდომაზე. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე თემაზე იყო საუბარი. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია მოგების გადასახადზე არსებული შეღავათები, შესაძლოა, რაღაც საკითხები დასაბუთებას საჭიროებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ბიზნესს ძალიან დაეხმარება“. – განაცხადა ზურა ლაზაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები