თბილისში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, დანით არის დაჭრილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზარალებული  იქვე მაღაზიაში მუშაობს.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები