“თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო პროექტი – კომფორტი თქვენი ბიზნესისთვის

“თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო პროექტი კომპანიებს ხელფასების გაცემის სწრაფ და უსაფრთხო სერვისს სთავაზობს და მათ ბანკთან ურთიერთობას უმარტივებს. ბანკს ამ პროექტზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს ბაზარზე. რას გვთავაზობს კონკრეტულად „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტი და რა სეგმენტზეა ის გათვლილი, ამ და სხვა კითხვებით „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტების გაყიდვების განყოფილების ჯგუფის უფროსს, მაია სარალიძეს მივმართეთ.

– ქალბატონო მაია, რამდენი წელია, რაც „თი-ბი-სი“ ბანკი სახელფასო პროექტს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს და რა გამოცდილება აქვს ბანკს ამ მიმართულებით?
– „თი-ბი-სი“ ბანკს სახელფასო პროექტზე მუშაობის საკმაოდ დიდი, 10 -წლიანი გამოცდილება აქვს. „თი-ბი-სი“ ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც საკუთარ მომხმარებლებს მსგავსი სერვისი შესთავაზა. ამ დროის განმავლობაში „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტზე მომუშავე გუნდი მუდმივად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს გავუმარტივოთ ხელფასების გაცემის პროცედურა და მათ ინოვაციური სერვისები შევთავაზოთ. „თი-ბი-სი“ ბანკს ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია ბაზარზე და ვცდილობთ, ეს პოზიცია მომავალშიც შევინარჩუნოთ.
– რა უპირატესობებს სთავაზობს „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტი საკუთარ მომხმარებლებს?
– ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური და მათზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები შევთავაზოთ. სახელფასო პროექტებით მოსარგებლე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ვთავაზობთ გამარტივებულ პროცედურებს, ექსკლუზიურ ტარიფებს საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისას, ასევე მრავალფეროვან საკრედიტო ბარათებს, საოპერაციო და ელექტრონულ პროდუქტებს და სხვა.
ასევე, რაც ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სერვისით მოსარგებლე ორგანიზაციას საკუთარი პირადი სახელფასო მენეჯერი ჰყავს, რომელიც მათ მუდმივ კონსულტაციას უწევს და ეხმარება ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ხელფასების უსაფრთხო და მარტივად გადარიცხვის გარანტიასაც ვაძლევთ ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც ოფისიდან გასვლას არ მოითხოვს და მათ დროს მაქსიმალურად ზოგავს.
– რამდენად მარტივია „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტში ჩართვა და რა პროცედურების გავლაა ამისათვის საჭირო?
– „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტში ჩართვა და მომსახურების სქემა ძალიან მარტივია და ის დამატებით რთულ პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს „თი-ბი-სი“ ბანკთან ან სამომავლო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს სახელფასო პროექტის მიმართულებით, ჩვენ ადგილზე მომსახურებას ვთავაზობთ, რაც ჩვენი სახელფასო მენეჯერის ვიზიტს გულისხმობს მათსავე ოფისში.
უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სეგმენტზეა გათვლილი „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტი. შეუძლიათ თუ არა ამ პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სარგებლობა?
– რა თქმა უნდა. „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტი განკუთვნილია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ამ პროექტით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზაციაში მინიმუმ 4 თანამშრომელი მუშაობდეს.

„თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტის შესახებ ჩვენ შუმანის სახელობის ევროპული სკოლის დირექტორს, ხათუნა კერესელიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

– ქალბატონო ხათუნა, რამდენი ხანია, რაც თქვენი სკოლა „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტით სარგებლობს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი კონკრეტულად ამ ბანკზე?
– ჩვენი სკოლა უკვე ხუთი წელია, რაც „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტის ერთგული მომხმარებელია. ჩვენს ერთგულებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის, რომ ამ ბანკის სახელფასო პროექტი ყველა კატეგორიის მომხმარებლეზეა მორგებული. პირადი მაგალითიდან შემიძლიათ გითხრათ, რომ ინტერნეტბანკის სერვისი ჩემთვის ძალიან კომფორტულია და ტრანზაქციების განხორციელებას ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად ვახერხებ.
– თქვენი შეფასებით, რა უპირატესობები აქვს „თი-ბი-სი“  ბანკის სახელფასო პროექტს?
– შემიძლია გამოვყო ის, რომ სახელფასო პროექტის ფარგლებში თანხის ჩარიცხვა და შემდეგ ანგარიშზე მისი ასახვა მომენტალურად, წამებში ხდება, რაც ვფიქრობ, ამ პროექტის დამატებითი პლუსია. ასევე გამოვყოფ იმასაც, რომ სახელფასო ბარათების დამზადება უსასყიდლოდ ხორციელდება და ამაში თანამშრომლებს საკუთარი ანგარიშიდან დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ. ძალიან მოსახერხებელია ისიც, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ბარათებიდან თანხის განაღდება რამდენიმე სხვა ბანკის ბანკომატიდანაც უპროცენტოდ არის შესაძლებელი.
– თუ ურჩევდით სხვა კომპანიებს, ისარგებლონ „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო პროექტით და რატომ?
– რა თქმა უნდა, ვურჩევდი და ამ პროექტისთვის არაერთხელ გამიწევია რეკომენდაცია ჩემი ნაცნობებ-მეგობრებისთვის. ნებისმიერ მცირე შეფერხებაზე, „თი-ბი-სი“ ბანკის თანამშრომლები მომენტალურ რეაგირებას ახდენენ.

 R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები