ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტია

15 აპრილამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებური გათიშვები გაგრძელდება.
როგორც კომპანია „ჩერნომორენერგოში“ სააგენტო „სოუტნიკს“ განუცხადეს, დღეს ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიას მხოლოდ „ენგურჰესიდან“ იღებს, ხოლო „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე ძალზე დაბალია.
ამაში აფხაზი ჟურნალისტებიც დარწმუნდნენ, რომლებმაც „ენგურჰესი“ მოინახულეს.
ელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყლის დონე ამჟამად 420 მეტრზეა, ხოლო ამ დონეზე ქვემოთ ტურბინების მუშაობა აკრძალულია. სწორედ ამით არის გამოწვეული აფხაზეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი.
კომპანია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით „სპუტნიკი“ იუწყება, რომ 2006 წელს ენგურჰესის სადირივაციო არხს რემონტი ჩაუტარდა, რამაც წყლის ხარჯვა ოდნავ შეამცირა, თუმცა არხს რემონტი კიდევ ესაჭიროება. ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტის შევსებას რუსეთიდან დენის იმპორტითაც გეგმავს, თუმცა როდის მოხდება აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები