მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეომომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
„თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეომომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მომსახურების შეძენა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გამგეობების მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროდ მიგვაჩნია.
აღსანიშნავია, რომ გამგეობებში არ არსებობს ოპერატორის შტატი, ასევე, მათ არ გააჩნიათ საკუთარი აპარატურა. შესაბამისად, ისინი ზემოთ ხსენებულ მომსახურებას საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იღებენ. გამგეობების მიერ აღნიშნული სერვისის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები