ბალეტები: “ლეა” და “საგალობელი” ოპერის თეატრში გაიმართება

19 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში ბალეტის საღამო გაიმართება.
მონაწილეობას მიიღებს პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი, მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ალექსანდრ ვოლჩკოვი, ბალეტის ვარსკვლავები და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი. წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ბალეტები – “ლეა” და “საგალობელი”. საღამოს კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები