ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი საბურავს ღია წესით წვავდა. შედგენილია შესაბამისი ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.