ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი კუპრაშვილი დააკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, დაჰპირდა მას, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ, 547 778-ლარიან სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი მოსთხოვა ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი – 136 944 ლარი. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის, 10 000 ლარის აღების ფაქტზე. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები