ხვალ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

11 თებერვალს ქ.თბილისის #82 საჯარო სკოლაში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო და ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.  ღონისძიება ეძღვნება „დავითობის“ დღესასწაულს და მასში მონაწილეობას მიიღებენე სკოლის აღსაზრდელები: ანა სტრიჟაკი, საბა გორგიშვილი, მარიამ ტატუნაშვილი, მარიამ კვაჭაძე, მეგი ხვიბლარი, რომლებიც წაიკითხავენ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსებს, გაიმართება დისკუსია პოეტთან.
შემოქმედებით საღამოს ქორეოგრაფიული ნომრებით გაალამაზებს სპეციალურად მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლი -„სამა“, ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე. #82 საჯარო სკოლის ნორჩი ხელოვანები – ანზორ აბდუშელიშვილი, მარიამ ხვედელიძე, მედეა შონია, მარიამ ხუჭუაკი, შესრულებენ ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებს. სკოლის ფოიეში მოეწყობა ახალგაზრდა მხატვრის სალომე ელიავას ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება გაიმართება ხვალ, დასაწყისი 14:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები