11 თებერვალი
09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00
თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქალაქის ინფრასტრუქტურული საკითხები; ავტოპარკის განახლება და სხვა საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: აშშ-ის ფინანსური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც აშშ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 2017 წლის ბიუჯეტში 4.3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის წარმომადგენლები ქართველ ამპუტანტ 40 ვეტერანს პროთეზებს დაუმზადებენ. მის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, კეიდიას № 7 (ყოფილი კახოვკა), საკონტაქტო ნომრები: 595 53 00 21 , 568 00 14 14
11:00
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 121-ე ბაგა-ბაღში ჩატარებულ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ვაზისუბნის პირველი მიკრო რაიონი. საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 17 30 04
E1
11:00
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებისგან სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს განიხილავს. საკომიტეტო მოსმენაზე ანგარიშს წარმოადგენენ იუსტიციის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:45
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით მორიგი საინვესტიციო პროექტის, „გალერია თბილისის“ ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიების, საერთაშორისო და ადგილობრივი რითეილერი კომპანიების და მედიის წარმომადგენლები. მის: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ დიდი დარბაზი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1
12:00
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები ზესტაფონის რეგიონალური ორგანიზაციის პარტიულ ოფისს გახსნიან. მოხდება “ლეიბორისტული პარტიიდან” გადმოსული ახალი წევრების მიღება, ასევე პარტიის ლიდერები შეხვდებიან გაფიცული მეტალურგების წარმომადგენელს. მის.: ზესტაფონი, აღმაშენებლის 11, ძველი მერიის შენობა. საკონტაქტო პირები: დავით გამცემლიძე 558 50 13 51 და ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22