ალეპოში სამთავრობო ძალების შეტევის დაწყებიდან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სირიაში, ალეპოს პროვინციაში, სამთავრობო ძალების შეტევის დაწყებიდან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი იუწყება. დაღუპულთა შორის ასამდე მშვიდობიანი ადამიანია.
სირიის სამთავრობო სტრუქტურების ინფორმაციით, 3 თებერვალს ბაშარ ასადის ძალებმა დასახლება ნობულთან და ეზ-ზახრთან შეტევა წამოიწყეს და ამბოხებულებისთვის ტყვია-წამლის და სურსათის მიწოდების გზები გადაჭრეს. სირიის სამთავრობო ძალების შეტევა რუსული ავიაციის დაბომბვების პარალელურად ხდება.