ტაჯიკეთის პარლამენტმა ქვეყანაში პრეზიდენტის უვადოდ არჩევის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანა
ტაჯიკეთის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გატანას, რომელიც პრეზიდენტს უვადოდ არჩევის შესაძლებლობას მისცემს.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, დღევანდელ პრეზიდენტს, ემომალი რახმონს, 2020 წელს პრეზიდენტად არჩევის უფლება არა აქვს.
ეს ცვლილებები ოპოზიციური პარტიების მოქმედების შეზღუდვას, ასევე 35-დან 30 წლამდე პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკის დაწევას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში რახმონის უფროს შვილს პრეზიდენტად არჩევის საშუალება ექნება, თუ ტაჯიკეთის მოქმედი ლიდერი პოლიტიკიდან წასვლას მაინც გადაწყვეტს. რეფერენდუმის ავტორებს ეჭევი არ ეპარებათ, რომ მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს.