საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების დოკუმენტაციას ასაჯაროებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს.
“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯაროდ ვაქვეყნებ ჩემ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2016 წლის 3 თებერვლის #16-16 გადაწყვეტილებას.
ასევე ვაქვეყნებ ამავე გადაწყვეტილებაზე ჩემ მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სრულ ტექსტს”, – ნათქვამია მამუკა ახვლედიანის განცხადებაში.
განცხადებას თან შესაბამისი დოკუმენტაცია ახლავს, რომლის ნახვაც აღნიშნულ ბმულებზეა შესაძლებელი: – http://tcc.gov.ge/uploads/2.pdf
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ახსნა-განმარტება – http://tcc.gov.ge/uploads/3.pdf