გორში ყოფილმა ქმარმა ცოლი და მისი მეგობარი მამაკაცი მოკლა – საზარელი მკვლელობის დეტალები

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ყოფილმა ქმარმა მეუღლე და მისი მეგობარი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
„კვირას“ ინფორმაციით, კახა ქისიშვილსა და ირმა გაგლოშვილს 20 წლამდე ასაკის გოგონა ისრაელში სიმსივნით გარდაეცვალათ. ქისიშვილმა ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარ მამაკაცს, რამინ ჯაბიევს იმ დროს ესროლა, როდესაც შვილის ცხედარი სახლთან მიასვენეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა დაახლოებით ღამის 02:00 სათზე მოხდა. მათივე თქმით,  ქისიშვილმა ირმა გაგლოშვილს და რამინ ჯაბიევს რამდენჯერმე ესროლა.
ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაახლოებით 6 წლის წინ გაშორდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები