თბილისში მამაკაცი მოკლეს
გუშინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, 29 წლის მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი: სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლით არის დაწყებულ, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.