მებაჟე ოფიცრებმა 1335 კოლოფი სიგარეტის უკანონო პარტია აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 1335 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი რუსეთის მოქალაქე კ.ვ.-ის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული სიგარეტების პარტიის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 8 თებერვალს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. მებაჟე ოფიცრებმა 1335 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი რუსეთის მოქალაქე კ.ვ.-ის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამმართველოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები