იარაღის უკანონო შენახვისთვის ცხინვალის მკვიდრი დააკავეს
ცხინვალის მკვიდრის წინააღმდეგ იარაღისა და ტყვია-წამლის უკანონო შენახვისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სააგენტო “სპუტნიკის“ ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცხინვალის 28 წლის მკვიდრის სახლის ჩხრეკის შედეგად „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევის ვაზნები აღმოაჩინეს. ეს პირი დაკავებულია და მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.