სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თეატრ „გლობუსში“ გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის და გიორგი ერისთავის პრემიების ლაურეატის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მრევლიშვილის დაბადებიდან 75-ე წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
ღონისძიებას დაესწრებიან: გამოჩენილი თეატრალური მოღვაწეები, ხელოვანები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის მერიის წარმომადგენლები. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე ჩაატარებს ბლიც-ინტერვიუს სანდრო მრევლიშვილთან. აქვე წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ გამოცემული სანდრო მრევლიშვილის პიესების კრებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები