10 თებერვალი
10:00
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც ჩეხური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი იან მლადეკი. მის: სასტუმრო „Radisson Blu Iveria“
10:30
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და იუსტიციის საბჭოს ირგვლივ დაკავშირებულ მოვლენებზე3ისაუბრებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე ბრიფინგს გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, შემდგომ ისაუბრებს თემებზე: პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, მოლოდინები, საქართველო-ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ვარშავის სამიტის მოლოდინები, “მაესტროს” საკითხი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
ორგანიზაციის – „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლი“ ხელმძღვანელი ქეთევან ბარათელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის საკრებულოს ინიციატივა ხმაურთან დაკავშირებით სანქციების შემოღებაზე; ორგანიზაციის სამედიცინო ხასიათის საქველმოქმედო აქცია თბილისის მასშტაბით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “საქართველოს განვითარების ფონდის” საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავდაცვის მინისტრის განცხადება MAP-თან დაკავშირებით და ვარშავის სამიტის მოლოდინები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ხელმძღვანელი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: ქალები და პოლიტიკური წარმომადგენლობა, კანონპროექტი კვოტების შესახებ და NDI კონფერენციის შედეგები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „ბეტსში“ სამოქალაქო ორგანიზაციების, სამართლის და საბანკო სფეროს სპეციალისტების, ანალიტიკოსების მონაწილეობით, ქართულ საბანკო სისტემაში მომხდარ დანაშაულზე – ს.ს. „ინტელექტბანკის“ ხელში ჩაგდების, გაკოტრებისა და 1 ლარად გასხვისების საქმეზე, კვლევის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ქ. თბილისი, კოტე მაყაშვილის ქ. 32/34. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 01 03 44
E1
12:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ თავმჯდომარე შოთა გულბანი საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. თემა: „აფბა“ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის პირველად შედეგებს გაასაჯაროვებს, ორგანიზაციამ „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობა დაასრულა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22