ოკუპირებულ აფხაზეთში აბორტები აკრძალეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აბორტებს კრძალავს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, კანონპროექტი თავდაპირველად ე.წ. პარლამენტმა მიიღო, ხოლო ხაჯიმბას მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ ის ძალაში შევიდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს კონსტიტუციაში შესწორება მიიღო, რომელიც აბორტებს კრძალავს. გარდა ამისა, კანონში „ჯანდაცვის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით სახელმწიფო ბავშვის სიცოცხლის უფლებას მისი ჩასახვის მომენტიდან ცნობს. აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ნაყოფი დედის მუცელში იღუპება. გარდა ამისა, შესაბამისმა უწყებებმა აბორტების საფრთხის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები