მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გადაიდო
მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი 31 მარტამდე გადაიდო.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუმარტეს, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის გადადების თხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა და საგამოძიებო მოქმედებებისთვის დრო ითხოვა.
პროცესი, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, 31 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.