საქართველო ბერლინის 66-ე კინოფესტივალში მონაწილეობას მიიღებს

სამთავრობო პროგრამის ახალი კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში” და ქვეყანაში ახალი საშეღავათო სისტემის -Cash Rebate დანერგვა, ქართული კინოსექტორისთვის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი სიახლეა. ამიტომ, წელს ქართულ სტენდზე აქცენტი სწორედ ამ თემებზე გაკეთდება.
ასევე, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, წარმოების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი პროექტების კატალოგი (project book), ქართული ფილმების ტრილერებისა და მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების დისკები, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა 14-16 თებერვალს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან 36 ახალ კინოპროექტს უმასპინძლებს. მათ შორის არის რეზო გიგინეიშვილის კინოპროექტი “მძევლები”, რომელიც საქართველო-რუსეთის კოპროდუქცია და ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
კოპროდუქციის მარკეტზე კიდევ ერთი ქართველი, ნინო ხარატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ნინო კინოპროდიუსერებს თავის წიგნს “მერვე სიცოცხლე” (Das achte Leben (Für Brilka) წარუდგენს. ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე პროდიუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააინტერესონ მსოფლიო კინოინდუსტრიის გავლენიანი წამომადგენლები და მათ თავიანთი პროექტები წარუდგინონ.
ბერლინალეს კინოფესტივალი 11-21 თებერვალს ბერლინში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები