დანგრეული აფხაზეთი, რომელიც რუსული ფულით ცხოვრობს (ფოტოკოლაჟი)
„БлогСочи.ru“ ოკუპირებულ აფხაზეთზე ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ამ რეგიონში ჩასვლის დროს გადაიღო. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ, აფხაზეთი რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დოტაციებს იღებს.
სოჭელი ჟურნალისტი წერს, რომ ეს არაღიარებული რესპუბლიკის მდგომარეობაზე დადებითად არ ასახულა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის პირველმა ბიუჯეტმა 2009 წელს 3,8 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა, მათ შორის 2,3 მილიარდი რუსეთიდან შესული თანხაა.
დოტაციების ოდენობა ყოველწლიურად მატულობდა და 2014 წელს მან 5 მილიარდ რუბლს მიაღწია, თუმცა აფხაზეთს, უწინდელივით, დღესაც არა აქვს ეკონომიკა.
აფხაზეთში საბრძოლო მოწმედებების დასრულებიდან უკვე 22 წელი გავიდა, ანუ ამ ხნის განმავლობაში მას შეეძლო, „ტურისტული მექა“ გამხდარიყო. მოსახლეობა კი დღესაც, ყველა პრობლემის გამო, ომს და არაკორუმპირებულ ჩინოვნიკებს ადანაშაულებს, რომლებსაც აფხაზეთის აღდგენისთვის არაფერი გაუკეთებიათ: ყველა სარკინიგზო სადგური დანგრეულია, ან საზოგადოებრივ ტუალეტებად არის გადაკეთებული. რკინიგზა ელექტრიფიცირებული არ არის და მცირე რაოდენობის ის ტურისტები, რომლებიც აქ ისვენებენ, თბომავალს ჩამოჰყავს, რომელიც საშინელ ბოლს უშვებს. სოხუმში არ არის ნორმალური გზები, ყველგან ორმოები და თხრილებია, საერთოდ, გარშემო, შეიძლება ითქვას, ერთი დიდი საღორეა, – წერს „БлогСочи.ru“.