ყაჩაღებმა ხნიერი ქალი დააბეს – რა მოხდა თელავში
თელავში ყაჩაღობა მოხდა. ვახტანგიშვილების საცხოვრებელ სახლში ორი პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან ძვირფასეულობა და თანხაა წაღებული.
როგორც მეზობლები აცხადებენ, სახლში შეჭრილმა პირებმა ხნიერი ქალი დააბეს, ქმარს კი ინსულტი დაემართა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” შსს – ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.