ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან საქართველოდან შეტანილი აფხაზური ღვინოების რეგისტრაციის შეწყვეტას მიაღწია

„როსპატენტში“ შეჩერებულია საქართველოდან შეტანილი აფხაზური ღვინოების რეგისტრაცია, ისეთების, როგორიცაა: „ლიხნის საჩუქარი“, „საღამო გაგრაში“, „რიწის საიდუმლო“ და „აფხაზური ვაზი“. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალია შოხინამ „სპუტნიკს“ განუცხადა, საქართველოში, კომპანია „ბატონოს“ მიერ წარმოებული ღვინოების რუსეთში შეტანა აღარ მოხდება.
„ჩვენ საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები გვქონდა „როსპატენტის“ წარმომადგენლებთან. საბოლოოდ დავარწმუნეთ, რომ საქართველოს კომპანიის მიერ ამ ღვინოების წარმოება აფხაზეთის ინტერესებს არღვევს რუსეთთან ადრე გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების გათვალისწინებით“, – განაცხადა შოხინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები