გორის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კვირას” დეპარტამენტიდან აცნობეს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავთან, საყავრის სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ (ორი ფაქტი) სამართალდამრღვევები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას. სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები