არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნება
დღეს, 13:00 საათზე, „თი-ბი-სი“ ბანკის სათავო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნება, რომლის სახელსაც საქართველოში მდებარე არაერთი ისტორიული შენობა უკავშირდება.
ღონისძიებას დაესწრებიან: პოლონეთის ელჩი საქართველოში, „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორი, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარალელურად „თი-ბი-სი“ გალერეა უმასპინძლებს ფოტოგამოფენას საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობების შესახებ.