გურამ პეტრიაშვილის „ჩვენი ქალაქის ზღაპრები“ – პირველად ქართული თეატრის სცენაზე

ახმეტელის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. გურამ პეტრიაშვილის „ჩვენი ქალაქის ზღაპრები“, – ასე ჰქვია სპექტაკლს.
ყველასთვის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს – პირველად ქართული თეატრის სცენაზე ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მეზღაპრის – გურამ პეტრიაშვილის გმირები გაცოცხლდებიან, პატარა ქალაქის სასწაული ამბები, ჟირაფად გადაქცეული კეთილი დინოზავრი, ცისარტყელაზე მოსიარულე თეთრსულელა, ნაღვლიანი კლოუნი და ბავშვები, რომლებიც ყოველთვის მეგობრებზე ოცნებობენ. იმაზე, ვისთან ერთადაც ითამაშებენ, ვისაც თავის ფიქრებს გაანდობენ…
პრემიერა 20–21 თებერვალს, 14:00 საათზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები