სოფელ ჩიბათში ნადირობის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (3 ფაქტი).
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (4 ფაქტი). ამოღებულია 5 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დალუქეს და შესაბამისი ოქმები შეადგინეს.