სასწრაფოდ: მეტროსადგურ გოცირიძესთან სადენებს ცეცხლი გაუჩნდა

  მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენებს და ნაძვის ჯიშის ხეებს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. „თბილისის ტრანსპორტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მეტროს მუშაობა ამ დრომდე შეფერხებულია. სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ და ამოწმებენ არსებობს თუ არა რაიმე სახის დაზიანება.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, მეტროს მგზავრებში ხანძარმა პანიკა გამოიწვია, თუმცა მათი ევაკუაცია საჭირო არ გახდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები