ხელისუფლება ჩინელებს ტერორისტული ვებგვერდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობს

ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობას, გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ, იმ საიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობს, რომლებიც ტერორისტული საქმიანობას პროვოცირებას ეწევიან.
ინტერნეტუსაფრთხოებაზე მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებამ უკვე აცნობა მოსახლეობას, რომ „ცხელ ხაზზე“ საინტერესო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იუანებში 15 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს გადაიხდის. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერორისტები ექსტრემისტული იდეების გასავრცელებლად, ასევე სეპარატიზმის და ეთნიკური შეუწყნარებლობის პოპულარიზაციისთვის ინტერნეტს სულ უფრო აქტიურად იყენებენ. სინძიან-უიგურის რაიონში ძალადობის ფაქტებზე პეკინი პასუხისმგებლობას „ბოევიკ-ისლამისტებს“ აკისრებს. ამასთანავე, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ რეგიონში პოლიტიკური მოტივებით დევნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები