ინდოეთში პირველად ისტორიაში მეტეორიტმა მამაკაცი მოკლა
ინდოეთის ქალაქ ველურუში მეტეორიტი ჩამოვარდა, რომელიც მამაკაცის დაღუპვის მიზეზი გახდა.
კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნის დროს მძლავრი აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი კოსმოსური ობიექტის დაცემის შედეგად იღუპება.
ტელეკომპანია NDTV-ს ცნობით, დაღუპული მამაკაცი ადგილობრივ უნივერსიტეტში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. მისი სხეულის გვერდით პოლიციელებმა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად წარმოქმნილი ორმო და კოსმოსური ობიექტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ბოლო დროის ყველაზე დიდ მეტეორიტად ჩელიაბინსკში 2013 წელს ჩამოვარდნილი კოსმოსური ობიექტი ითვლება. მისი მასა 10 ათას ტონას, ხოლო დიამეტრი – 20 მეტრს შეადგენდა. მეტეორიტი ჰაერში აფეთქდა.