მიგრანტებით სავსე ნავების ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროსთან ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, რომლებზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ჩაიძირა, სადაც 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თურქეთის იზმირის პროვინციასთან ნავის ჩაძირვას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 374 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს საბერძნეთში უკვე 69 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები