დეკანოიძე კიევის პოლიციელებს ამართლებს, რომლებმაც დევნის დროს 17 წლის მოზარდი მოკლეს (ვიდეო)

კიევის საპატრულო პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, როდესაც ღამის საათებში BMW-ის მარკის ავტომობილის დევნის ოპერაციას ატარებდა. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ კიევის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შესაბამისი ვიდეო ტელეარხმა „112 უკრაინამ“ გაავრცელა. ამ ოპერაციის დროს 17 წლის მოზარდი დაიღუპა.
„მომხდარის დეტალებს ჩვენი სამსახურები და პროკურატურა იძიებს. პოლიციელებმა რამდენჯერმე მოითხოვეს ავტომობილის გაჩერება მეგაფონის მეშვეობით, მათ ჰაერშიც გაისროლეს. ასე, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა.
მისი თქმით, ეს „უსიამოვნო ფაქტია“, რომლის დეტალური გამოძიება მოხდება. როგორც გამოცემა „ობოზრევატელს“ კიევის პოლიციის უფროსმა ვიური ზოზულიამ შეატყობინა, პოლიციელები ავტომანქანის ბორბლებს ესროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები