კომპანია „ტოტალმა“ შოტლანდიის სანაპიროსთან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო

ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შოტლანდიის სანაპიროსთან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს საბადო რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია.
გარდა ამისა, ხმელეთზე გაზგამანაწილებელი სადგური ამოქმედდა, რომლითაც გაზი ორ მილიონამდე მომხმარებელს მიეწოდება. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხმელეთისკენ ოთხი სხვადასხვა მილსადენით ხორციელდება.
ლაგან-ტორმორის გაზის საბადო შოტლანდიის არქიპელაგიდან 125 კილომეტრში, ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის საზღვარზე მდებარეობს. ის, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის გაზის მოთხოვნილების 8%-ს დააკმაყოფილებს. პროექტი „ტოტალის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ფასი 3,5 -მილიარდ ფუნტს შედგენს. ექსპერტების გაანგარიშებით, გაერთიანებული სამეფოს გაზის და ნავთობის მარაგის მეხუთედი შოტლანდიის სანაპიროს დასავლეთით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები