ინდონეზიაში ალკოჰოლის მიღების გამო 24 ადამიანი გარდაიცვალა

ინდონეზიის ცენტრალურ იავას პროვინციაში, უხარისხო ალკოჰოლის მოხმარების გამო, სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა. მათმა უმეტესობამ სპირტიანი სასმელები ერთ-ერთი ოჯახისგან შეიძინა.
ალკოჰოლის მწარმოებლები მას ეთილის სპირტის, წყლისა და ხილისგან ამზადებდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უხარისხო ალკოჰოლის მწარმოებლები დააკავეს.
2015 წელს ინდონეზიაში მცირე მაღაზიებს ალკოჰოლის გაყიდვა აუკრძალეს. ასეთ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რადგან ეს მოსახლეობაში არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლის რეალიზებას გაზრდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები