გამოფენა – „სიყვარულის გზავნილები“ გაიმართება
10 თებერვალს, 19:00 საათზე გალერეა „ბაიაში“ მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
„სიყვარულის გზავნილები“ გალერეაში 20 თებერვლამდე დარჩება. ნინო ფერაძემ მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში მიიღო. ის ასევე ოცამდე პერსონალური გამოფენის ავტორია და მინიჭებული აქვს რამდენიმე პრიზი და პრემია.