რუსეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახრელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით. ეს პირები მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სვერდლოვსკის ოლქში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.
ჩხრეკის დროს აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამამზადებელი ლაბორატორია, ფეთქებადი ნივთიერებები, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, ასევე ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურა.
გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტების მოწყობის შემდეგ ეს პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას გეგმავდნენ. დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების, ასევე იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვის მუხლით.