ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის სამი აპარატი გატეხეს
ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა ხახულის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვის ორი შემთხვევა მოხდა. უცნობმა პირებმა აპარატიდან თანხის წაღება მოახერხეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.