რას აცხადებენ კუკიის დასახლებაში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის მეზობლები
31 წლის ქალბატონის მკვლელობის დეტალებს მეზობლები იხსენებენ. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ლაპარაკობდნენ. ერთმანეთს კი გარდაცვლილის მამიდამ შეახვედრა.
„იდგნენ ლაპარაკობდნენ. ერთი აყვირება იყო და მეტი არაფერი. მერე გაისროლა იმან და გამოვვარდით აღარავინ არ იდგა, მამიდა იდგა მარტო.
მამიდამ მოიყვანა, ცოლ-ქმარი ხართ, შენი მეუღლეა და დალაპარაკება უნდაო. მეგობართან ცხოვრობდა აქ, პატარა ბავშვის აღზრდაში ეხმარებოდა“, – აცხადებენ მეზობლები.
შემთხვევის ადგილზე მივიდა გარდაცვლილის მამაც, რომლისთვისაც მკვლელობის მოტივი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ქმარმა 31 წლის მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი კი ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან რამდენიმე ხანში სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა -შენახვა- ტარებას გულისხმობს.