მორიგი მკვლელობა თბილისში – ქმარმა ცოლი ერთი გასროლით მოკლა
მორიგი მკვლელობა თბილისში. გვიან ღამით ქმარმა ერთი გასროლით ცოლი მოკლა.
შემთხვევა კუკიის დასახლებაში ურთიეშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 31 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი კი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
არსებული ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტს გარდაცვლილის მამიდა შეესწრო, რომელიც პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.