სოხუმელი ექიმები – აფხაზეთში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს
ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი და სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიაევა აცხადებენ, რომ აფხაზეთში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
რომან დბარის თქმით, „ზიკას“ ვირუსი Aedes-ის ტიპის კოღოებს გადააქვთ. ამიტომ დასადგენია, არსებობს თუ არა ამ ტიპის კოღოები აფხაზეთში და რამდენად ხშირია მათი შეხება ადამიანებთან.
„თეორიულად ეს პრობლემა არსებობს, ხოლო როგორია მდგომარეობა პრაქტიკულად, ამას შესაბამისი კვლევები სჭირდება“, – განაცხადა დბარმა.
ალა ბელიაევას განცხადებით, Aedes-ის ტიპის კოღოები აფხაზეთში არსებობენ, მაგრამ სხვა ტიპის კოღოებთან შედარებით მათი პოპულაცია მრავალრიცხოვანი არ არის. დბარმაც და ბელიაევამაც განაცხადეს, რომ გაზაფხულის და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა უფრო აქტუალური გახდება