ცნობილი ბერძენი მწერალი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის სკაიპსესიებს ატარებს
ცნობილი ბერძენი მწერალი და სცენარის ავტორი ნიკოს პანაიოტოპულოსი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის სკაიპსესიებს ატარებს.
სკაიპსესიები ვორკშოპის პირველი ეტაპია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორებისთვის აწყობს.
სკაიპსესიები ეროვნულ კინოცენტრში 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ნიკოს პანაიოტოპულოსი ვორკშოპის მონაწილეებს მის რეკომენდაციებს გააცნობს და მათთან სამომავლოდაც ითანამშრომლებს.