სამართალდამცველებმა „თავისუფლების მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი პირი დააკავეს

თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირები მეტროს შემოსასვლელში თამბაქოს ეწეოდნენ.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ.
აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 -ე მუხლებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები