ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს

ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გვამს დაზიანებები არ აღენიშნება. მათი ინფორმაციით, ბიანკასთან ერთად, აღმოჩენილია მკვდარი ძაღლიც.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, შიგუროვა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები