სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი უკრაინის ბანკის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი გახდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი დომინიკ სტროს-კანი უკრაინის ბანკის „დმეპრის კრედიტის“ სადამკვირვებლო საბჭოს წევრი გახდა. ეს ბანკი უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს ვიქტორ პინჩუკს ეკუთვნის. ამ თანამდებობაზე მუშაობა სტროს-კანმა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო.
ვიქტორ პინჩუკის ქონება 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი მეუღლე – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ქალიშვილია. სტროს-კანთან ერთად ბანკის სადამკვირვებლო საბჭოში სხვა ცნობილი ეკონომისტებიც შევიდნენ, კერძოდ, ფრანგი ჟან-პიერ სალტიელი და შვედი ანდერს ოსლუნდი.
დომინიკ სტროს-კანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტი 2011 წლის მაისში მას შემდეგ დარტოვა, რაც ის აშშ-ში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით სტროს-კანის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები