საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა გაიმართება

საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა გაიმართება. მისი მონაწილეები საპენსიო რეფორმის პროექტს და გადასახადების გაზრდას აპროტესტებენ. გაფიცვაში პრაქტიკულად ყველა საწარმოს წარმომადგენელი მონაწილეობს. პირველად მრავალი წლის განმავლობაში აქციაში ტაქსის მძღოლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ხუთშაბათს, სავარაუდოდ, არც კაფეები და რესტორნები იმუშავებს. ბერძენმა ჟურნალისტებმა გაფიცვა ერთი დღით ადრე, 3 თებერვალს გამართეს, რათა 4 თებერვლის გაფიცვის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ.
პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმა და გადასახადების გაზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს შეამცირებს. მთავრობაში კი ამბობენ, რომ თუ რეფორმა არ განხორციელდა, რამდენიმე წლის შემდეგ პენსიების გასაცემად ბიუჯეტში ფული აღარ დარჩება. ეს ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლოს მსგავსი აქცია 2011 წელს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები